Site icon Civil.ge

საქართველო აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების 2021 ფისკალური წლის კანონპროექტში

ფოტო: კადრი appropriations.house.gov-დან

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 6 ივლისს 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტში საქართველოცაა მოხსენებული.

კანონპროექტის თანახმად, რომლის ინიციატორიც ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარე ნიტა ლოუია, უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ეკონომიკური და საერთაშორისო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხებიდან, „არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარი საქართველოს დასახმარებლად უნდა გამოიყოს“.

თუმცა, კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა, შესაძლოა, იქამდე შეჩერდეს, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს აცნობებს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს, რათა:

კანონპროექტის თანახმად, ეს უკანასკნელი მოიცავს უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვას, რათა მათ ოპერირება თავისუფლად შეძლონ და სრულად მიიღონ ის კომერციული და ფინანსური სარგებელი, რაც საქართველოში ინვესტირების შედეგია.

თანხების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, ასევე იმ პროგრამებს, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისა და მოწყვლადი მოსახლეობის დაცვისკენ არის  მიმართული.

სახელმწიფო მდივანმა შეიძლება უარი თქვას თანხების შეჩერების პუნქტის გამოყენებაზე, თუ იგი დაადგენს, რომ ეს აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)