Site icon Civil.ge

„სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებზე საუბრობს

ფოტო: isfed.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 7 ივლისს შემოდგომის საპარალამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ასახავს და მასში „ამომრჩევლების მოსყიდვის ნიშნებსა“ და „პოლიტიკური მიზნით ქველმოქმედებაზეა“ საუბარი.

„სამართლიანი არჩევნებმა“, მონიტორინგის პერიოდში, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის სულ 19 ფაქტი გამოავლინა. ანგარიშში სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2 და, სავარაუდოდ, პოლიტიკურ ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 შემთხვევაზეც არის საუბარი.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ სოციალური დახმარებების გაცემის დროს, პოლიტიკურ აგიტაციას ადგილი არ ჰქონია, თუმცა პროცესში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობამ „სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი“ წაშალა.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის 252-ე მუხლით აკრძალული ქმედების – ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნები დაინახა პარტია ლელოსა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციის – „მოძრაობა მომავლისთვის – მომოს“ საქმიანობაშიც, რაც სტუდენტებისთვის სტიპენდიის დანიშვნასა და გორსა და თელავში მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების გაწევაში გამოიხატა.

ორგანიზაციის დაკვირვებით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო აგიტაციის ნიშნები ჩანს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული გაზეთის – „ჩვენი სოფელის“ საქმიანობაში.

„სავარაუდოდ, პედაგოგების ფართო აუდიტორიის გულის მოგებას ემსახურება განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ, პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის დაგეგმილი სავალდებულო გამოცდის გაურკვეველი თარიღით, შემოდგომისთვის გადადება“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს:

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ჰუმანიტარული აქციების ორგანიზატორებს:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)