Site icon Civil.ge

კონგრესმენები პომპეოსადმი წერილში საქართველოში „პოტენციურ კორუფციაზე“ საუბრობენ

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა, რომელშიც კონგრესია განთავსებული, წყარო: unsplash.com

ექვსმა ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტეხასიდან – ჯოდი არინგტონმა, ბილ ფლორესმა, ვილ ჰარდმა, ბრაიან ბაბინმა, რენდი ვებერმა და მარკვეინ მალინმა 27 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს წერილით მიმართეს, რომელშიც ისინი „საქართველოში ბოლო დროს დემოკრატიული მმართველობის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო“ შეშფოთებას გამოხატავენ.

წერილში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წელს, „რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში  მოვიდნენ, საქართველო „უკან-უკან იხევს“.

„[პომპეოს] კოლეგებთან – შერილ ფერნანდესთან და აარონ რუპერტთან საუბრის შემდეგ, დარწმუნებულნი ვართ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა გულისყურში იქონიოს კერძო სექტორითვის, განსაკუთრებით კი – ამერიკული კომპანიებისთვის საინვესტიციო გარემოს გაუარესება, აგრეთვე თვალყური ადევნოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულებას“.

შერილ ფერნანდესი – მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია, რომელიც მოცემული მომენტისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხებისა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე მსახურობს.

აარონ რუპერტი სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს მხარდაჭერის სამსახურის უფროსი თანამშრომელია.

წერილში ამერიკელმა კანონმდებლები პომპეოს სთხოვენ, რომ საქართელოს ოფიციალურ პირებთან, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას გაითვალისწინოს, რომ:

  1. ხდება ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გამოთიშვა შავი ზღვის პორტის ინვესტიციებიდან/მესაკუთრეობიდან, რაც რუსეთისა და ჩინეთის გავლენისგან საქართველოს დასაცავად იყო მიმართული;
  2. ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების აღსრულებაში არსებული ხარვეზები, განსაკუთრებით საპორტო საქმიანობისა და მასთან დაკავშრებული სხვა ინვესტიციების კონტექსტში;
29 ივნისს პარლამენტმა პროპორციულთან დაახლოებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა. 3 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებიც დაამტკიცა.

წერილის დასასრულს, კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სთხოვენ, მათთან ერთად განიხილოს „ის ღონისძიებები, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობის გასაძლიერებლად, ასევე მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებელად გატარდება“.

უფრო ადრე, კონგრესმენებმა – მალინმა, ბაბინმა, ვებერმა და არინგტონმა, კრიტიკული წერილებით საქართველოს მთავრობას ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა რესორსის“ თემაზეც მიმართეს, რომელსაც საქართველოსთან მრავალწლიანი დავა აქვს.

მაშინ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ კონგრესმენების წერილებს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა და თქვა, რომ „ამ კონგრესმენებს აქვთ თავიანთი ინტერესი, რომ მხარი დაუჭირონ კომპანიას“.

23 ივლისს, საქართველოს მთავრობამ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ მიუხედავად საარბიტრაჟო ტრიბუნალში „ფრონტერასთან“ ხანგრძლივი დავის მოგებისა, ქვეყანა კომპანიასთან ხელშეკრულებას არ გაწყვეტს. საპასუხოდ, „ფრონტერამ“ საქართველოს მთავრობა „დეზინფორმაციის“ გავრცელებაში დაადანაშაულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)