Site icon Civil.ge

საქსტატი: ივლისში წლიური ინფლაცია 5.7% იყო

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 5.7% იყო, წინა თვესთან შედარებით კი, ინფლაციის დონემ -0.5% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.5%-იანი ზრდა), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (9.0%-იანი ზრდა), ტრანსპორტი (9.3%-იანი კლება).

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ყოველთვიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.6%-იანი კლება); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (4.0%-იანი კლება); ტრანსპორტი (1.0%-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)