Site icon Civil.ge

1920: მთავრობამ ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია მოახდინა

ნოე რამიშვილი ევროპელ სოციალისტთა დელეგაციის წევრებთან ერთად ჭიათურაში. 1920 წლის სექტემბერი. ფოტო დაცულია თსუ-ს ბიბლიოთეკაში.

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 4 აგვისტო, N173

კანონი მადნეულის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებისა

  1. ყველა მიწის გული და მადნეულობა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გარდა ჩვეულებრივი თიხისა, ქვიშისა, ხრეშისა და უბრალო სამშენებლო ქვისა, გამოცხადებულ იქნეს სახელმწიფო საკუთრებად 1917 წლის დეკემბრის 16-დან.

შენიშვნა: ეს მუხლი არ შეეხება 1920 წლის ოქტომბრის 1-მდე ამოღებულ მადანს.

1920 წლის ივლისის 16-ს.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ამხანაგი

გრიგოლ ლორთქიფანიძე