Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ივლისში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.6%-ით შემცირდა და 6.03 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

2020 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.8%–ით შემცირდა და 1.76 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 17.9%-ით შემცირდა და  4.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი –  2.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 19 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)