Site icon Civil.ge

ევგენი გეგეჭკორი დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართავად ევროპაში მიემგზავრება

ევგენი გეგეჭკორი თბილისის რკინიგზის სადგურზე საზეიმოდ ხვდება ოლივერ უორდროპს, 1919 წლის 30 აგვისტო, თბილისი. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გაზ.ს აქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 17 აგვისტო, N184

ე. გეგეჭკორის გამგზავრება

აგვისტოს 14-ს ტფილისიდან წაღვერს გაემგზავრა გარეშე საქმეთა მინისტრი ე. პ. გეგეჭკორი. წაღვერიდან მინისტრი აბასთუმნითა და ხულოთი ბათუმს ჩავა, საიდანაც საზღვარ გარეთ გაემგზავრება.

მატარებლის გასვლის წინ გასაცილებლად მივიდნენ: დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი სიმონ მდივანი, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრნი, გენერალი კვინიტაძე, გარეშე საქმეთა მინისტრის ამხანაგი ნიკოლოზ ქარცივაძე, სამხედრო მინისტრის ამხანაგი გენერალი გედევანშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი პარმენ ჭიჭინაძე და სხვები. მატარებლის გასვლის წინ წარმოსთქვეს სადღეგრძელო და უსურვეს მთავრობისაგან დაკისრებულ მოვალეობის პირნათლად შესრულება. მატარებლის გასვლისას მუსიკამ ეროვნული ჰიმნი დაუკრა.