Site icon Civil.ge

ბოდბის მონასტერი ხანძარმა დააზიანა

საქართველოს საეკლესიო საბჭო.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 19 აგვისტო, N186

ბოდბის მონასტრის დაწვა

კვირას, 15 აგვისტოს გაუჩნდა ბოდბის მონასტრის სადგომ შენობებს ცეცხლი, რომელიც გაჩენილა მონაზნების დაუდევრობით. მონაზნებმა ზარის რეკვა ასტეხეს და 4-5 ვერსით დაშორებულ სოფლებიდან მოვიდნენ, როგორც მდევარი ისე გვარდიაც, რომელიც შეუდგა აზვირთებულ ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ყოველივე ცდა ამაო შეიქმნა. ცეცხლი მთელი სისასტიკით გრძელდებოდა.

ღამის 11 საათზე მოვიდა ძლიერი წვიმა, რომელიც დილის 5 საათამდე არ შეწყვეტილა. წვიმამ ცეცხლი საკმაოდ გაანელა. დილის 8 საათზე ალმა ისევ ამოჰკრა. ნელი წვა ისევ გრძელდებოდა ორშაბათს საღამომდე.

ზარალი ათ მილიონამდეა.