Site icon Civil.ge

ართვინში ქართული ადმინისტრაციის მოწყობა მიმდინარეობს

ქალაქი ართვინი, 1930 წელი. ფოტო cavdarli.org-დან

გაზ. ერთობა, 1920 წლის 26 აგვისტო, N193

პროვინცია

ართვინი. ეს მხარე დღეს საქართველოს რესპუბლიკას ეკუთვნის.

მდებარეობა და ბუნება მას საუკეთესო აქვს: ბაღები, დაბალი ტყეები და წყაროები მის სიმდიდრეს წარმოადგენს. ადამიანი სიხარულს იგრძნობს, როცა ის შეუდგება დაკეცილ გზებს.

შიგნით ქალაქში ძლი რ ვიწრო ქუჩებია. გარდა ერთი ქუჩისა, მას სწორე ქუჩა არ აქვს. სახლები კარგია; აქ ვერ ნახავთ მიწურ სახლებს. ბევრი სახლი უპატრონოდ არის მიტოვებული. კარებს, ფანჯრებს, მინებს ქურდები იპარავენ. მე მგონია ეხლა ეს აღარ მოხდება და ჩვენი ადმინისტრაციის მიერ დაცული იქნება უპატრონო სახლები და მამულები.

ჩვენი ადმინისტრაცია აქ მხოლოდ ეხლა იქმნება და ამისათვის საჭიროა ისეთი საძირკვლის ჩაყრა, რომელიც შეეფერება დემოკრატიულ სახელმწიფოს. საჭიროა აგრეთვე კულტურული მუშაობის გაჩაღება, რომელიც ხელს შეუწყობს მცხოვრებთა განვითარებას და გაფანტავს ძველი პროვოკაციის მიერ შექმნილ ატმოსფერას.

აგრეთვე საჭიროა სასწავლებლის საქმის მოწყობა, რათა სექტემბრიდან მოწაფეებს შეეძლოს სწავლის გაგრძელება. როგორც ჩანს, ადგილობრივ მცხოვრებთა უმრავლესობა ძლიერ დაინტერესებულია სწავლით.

საჭიროა მთავრობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება ქალაქ ართვინს, რომ ის საქართველოს ძველ ისტორიულ ართვინად იქცეს.

საწყალი მუშა.