Site icon Civil.ge

ხევსურეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა

ხევსურეთი, 2015 წელი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხევსურეთში 23 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 მძიმედ დაშავდა.

უწყების ცნობით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს და ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილის ოჯახებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)