Site icon Civil.ge

მთავრობა ბორჯომში ტყის მასივების გაშენებას იწყებს

ბორჯომი. ეკატერინეს წყარო. ფოტო დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 29 აგვისტო, N195

ტყეების გაშენება ბორჯომის რაიონში

ბორჯომის რაიონში მიწათ-მოქმედების სამინისტროდან იგზავნება სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისია იქაურ ფერდობიან ადგილებზე ტყეების გაშენების მიზნით.

ვინაიდან მიწათ-მოქმედების სამინისტროს სატყეო განყოფილებას გადაწყვეტილი აქვს ფართო მასშტაბით შეუდგეს რესპუბლიკაში ტყეების გაშენების საქმეს და საზოგადოდ ხსენებული საკითხის რაციონალურ ნიადაგზე დაყენებას. მან გადაწყვიტა ბორჯომის სახერხ-საწყობთან ახალი სისტემის თესლის საშრობი მანქანის გაკეთება. აქ დამზადდება სხვა და სხვა ჯიშის ხეების თესლი.

სამინისტროს მიერ სათანადო თანხა უკვე გადაიდო.