Site icon Civil.ge

შსს-მ 2 კგ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

პოლიციამ 2 კგ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, 27 აგვისტო, 2020, ფოტო: შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს 27 აგვისტოს ინფორმაციით, უწყებამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მარნეული-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე 2 კგ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)