Site icon Civil.ge

შსს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ მომხდარ ინციდენტებზე განცხადებას ავრცელებს

Series of Attacks on Tbilisi Pride Office; Image from: tbilisipride.ge

2 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდთან“ მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე, მათ შორის, ვანდალიზმის შემთხვევაზე განცხადება გაავრცელა.

სამინისტროს ინფორმაციით, რეაგირება მოჰყვა სისხლის სამართლის ერთ და 3 ადმინისტრაციულ დანაშაულს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ. განცხადებაში განხილულია შსს-ს რეაგირება, აღწერილია საგამოძიებო პროცესები და პროგრესი მიმდინარე საქმეებზე.

შსს აცხადებს, რომ სამინისტრო რეგულარულად ესაუბრება „თბილისი პრაიდის“  წარმომადგენლებს და აწვდის ინფორმაციას მიმდინარე სხვადასხვა გამოძიების თაობაზე. განცხადებაში ხაზგასმულია სამინისტროს ძალისხმევა, მოხდეს ინტენსიური მონიტორინგი და დროული რეაგირება დისკრიმინაციის და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)