Site icon Civil.ge

საქსტატი: აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% იყო 

საქსტატის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% იყო, წინა თვესთან შედარებით კი, ინფლაციის დონემ -0.02 % შეადგინა.  

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 9.2%-ით გაიზარდა, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასების მატებამ 8.9% შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.4%), ისე – ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2%).   

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 0.5%-ით შემცირდა, ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასები 1.1 %-ით გაიზარდა.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)