საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოც მიუერთდა.
საგარეო უწყების თქმით, „ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)