შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, 4 სექტემბერს, თბილისში პარტია „ლელოს“ წევრისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო ძალადობის მუხლით ერთი მოქალაქე დააკავეს.
„ლელოს“ ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრისადმი ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან სამუშიამ გუშინ განაცხადა. სამუშიამ თქვა, რომ მათ თანაპარტიელს თავდასხმა „პოლიტიკური ნიშნით“ სამმა პირმა მოუწყო.
ამბავზე საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ 4 სექტემბერსვე თქვა, რომ „მთავარი დამნაშავე მსგავს ინციდენტებში ქართული ოცნებაა, რომელიც აორგანიზებს კრიმინალურ თავდასხმებს; წინასაარჩევნო პროცესში ეს განსაკუთრებით თავს იჩენს ხოლმე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)