Site icon Civil.ge

შვეიცარიული პრესა, 1920: საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებას ცდილობს

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა, 1920 წელი. რუკა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გაზ. ბათუმის ფურცელი, 1920 წლის 9 სექტებერი, N1

ციურიხის ინფორმაცია საქართველოს შესახებ.

ციურიხის „ახალი გაზეთი“ თანამედროვე მდგომარეობის შესახებ ბეჭდავს ვრცელ წერილს, სადაც სხვათა შორის, აღნიშნულია: „საქართველოს მთავრობა თავიდანვე შეეცადა კავკასიაში მშვიდობიანობა დაემყარებინა. საქართველოს მთავრობა ყოველ ღონისძიებას ჰხმარობს სომხეთსა და აზერბეიჯანს შორის სადაო საკითხები მშვიდობიანი გზით გადასწყვიტოს. საქართველო მართალია, როდესაც ჰფიქრობს, რომ ამიერ კავკასიის 3 რესპუბლიკის შორის მშვიდობიანობა შეჰქმნის კავკასიაში მტკიცე მდგომარეობას და მაშინ ისინი უცხოეთის საფრთხისაგან უზრუნველყოფილი იქნებიან“.