ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 66 პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირეს, 12 პარტიას კი არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.
მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის პოლიტიკურ პარტიათა რეგისტრაციის პროცესი 4 სექტემბერს დასრულდა. შემდეგ ეტაპზე პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა პარტიული სიები უნდა წარუდგინონ.
რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, პარტიას/საარჩევნო ბლოკს შეუძლია თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა დაასახელოს.
ქვემოთ მოცემულია იმ 66 პარტიის სია, რომელთაც რეგისტრაცია წარმატებით გაიარეს:
- „ზვიადის გზა“, თავმჯდომარე მიხეილ სალუაშვილი
- „სოციალური სამართლიანობისათვის“, თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე
- „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“, თავმჯდომარე ჯონდო ჯავახიშვილი
- „საქართველო“, თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი
- „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“, თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი
- „კანონი და სამართალი“, თავმჯდომარე თამარ ჩარკვიანი
- „პოლიტიკური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველო“, თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი
- „ახალი ძალა“, თავმჯდომარე ლაზარე ზაქარიაძე
- „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური
- „რეფორმატორები“, თავმჯდომარე დავით მიროტაძე
- „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“, თავმჯდომარე იაგო ხვიჩია
- „სახალხო პარტია“, თავმჯდომარე ივანე (მამუკა) გიორგაძე
- „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა“, თავმჯდომარე გაიოზ მამალაძე
- „ქართული დასი“, თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია ) პარტია
- „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია“, თავმჯდომარე ირაკლი კობრავა
- „ქართული ფესვები“, თავმჯდომარე თენგიზ ოქროპილაშვილი
- „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“, თავმჯდომარე ავთანდილ ველთაური
- „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, თავმჯდომარე გია ბერძენიძე
- „შეცვალე საქართველო“, თავმჯდომარე გიორგი გაგნიძე
- „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, თავმჯდომარე გრიგოლ ჯოჯუა
- „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, თავმჯდომარე ნიკოლოზ ჯოგლიძე
- „ტრიბუნა“, თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე
- „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, თავმჯდომარე პაატა დავითაია
- „თეთრები“, თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი
- „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური
- „მამულიშვილთა ორდენი სამშობლო“, თავმჯდომარე გრიგოლი სოხაძე
- „სამართლიანობისთვის“, თავმჯდომარე ეკა ბესელია
- „არჩევანი სამშობლოსათვის“, თავმჯდომარე ლელა გულედანი
- „საქართველოს მწვანეთა პარტია“, თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე
- „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
- „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“, თავმჯდომარე დავით შუკაკიძე
- „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, თავმჯდომარე ხათუნა ქოიავა
- „მემარცხენე ალიანსი“, თავმჯდომარეები იოსებ შატბერაშვილი და კახაბერ ძაგანია
- „მომავალი საქართველო“, თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე
- „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, თავმჯდომარე შოთა მალაშხია
- „ლელო საქართველოსთვის“, თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე
- „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი
- „ქართული არჩევანი“, თავმჯდომარე ბეჟან გუნავა
- „თავისუფალი საქართველო“, თავმჯდომარე კახა კუკავა
- „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“, თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე
- „რეფორმერი“, თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი
- „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, თავმჯდომარე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი
- „საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი“, თავმჯდომარე ირაკლი ნაცვლიშვილი
- „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“, თავმჯდომარე მალხაზი გორგასლიძე
- „ქართული იდეა“, თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა
- „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“, თავმჯდომარე ალექსანდრე ბრეგაძე
- „პროგრესული საქართველო“, თავმჯდომარე ირაკლი მურცხვალაძე
- „პროგრესი და თავისუფლება“, თავმჯდომარე ნიკოლოზ გვრიტიშვილი
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი
- „მშრომელთა სოციალისტური პარტია“, თავმჯდომარე თამაზ ჯაფოშვილი
- „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, ბაჩუკი ქარდავა
- „თავისუფალი დემოკრატები“, თავმჯდომარის მ/შ თამარ კეკენაძე
- „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“, თავმჯდომარე შორენა გარდაფხაძე
- „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე
- „იბერიელთა ერთობა“, თავმჯდომარე გიორგი წიპტაური
- „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, თავმჯდომარე ისაკი გიორგაძე
- „ევროატლანტიკური ვექტორი“, თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე
- „სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები“, თავმჯდომარე ანა რეხვიაშვილი
- „საქართველოს განვითარების პარტია“, თავმჯდომარე ქეთევან გოგოლაძე
- „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“, თავმჯდომარე აკაკი ასათიანი
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, თავმჯდომარე დავით თარხანმოურავი, გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი
- „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე
- „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, გენერალური მდივანი გიორგი უგულავა
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე
- „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე
- „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)