Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა

ფოტო: unsplash.com

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის შენარჩუნება იმით ახსნა, რომ ბოლო თვეებში ფასების დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება, ხოლო წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან აგვისტოში 4.8% შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება.

ბანკის თქმით, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტია, რასაც ძირითადად გარე ფაქტორები განაპირობებს, ვინაიდან აგვისტოში წლიურად 96 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. ექსპორტზე მოთხოვნა აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტით შემცირდა; ამასთან, იმპორტიც წლიურად 19 პროცენტით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის თქმით, ის ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

წაიკითხეთ ასევე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)