სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.3%-ით შემცირდა.
2020 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო დეფლატორი 6.3%-ით გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი – 13.2%; მშენებლობა – 24.5%; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები – 40%; ტრანსპორტი და დასაწყობება – 22.6%; დამამუშავებელი მრეწველობა – 12.1%; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 28.8%; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 15.5%; ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 54.7%; ხელოვნება, გართობა და დასვენება – 24.1%.
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 14.3%; განათლება – 11.7%; სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 4.7%; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 6.4%.
2020 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებული მონაცემები 2020 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდება.
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: 2020 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 237.8 მლნ აშშ დოლარი იყო
- 2020 წლის პირველ ნახევარში მშპ 5.8%-ით შემცირდა
- 2020 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდა 1.5% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)