Site icon Civil.ge

საქართველოს პარლამენტი სასამართლო რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნას ითხოვს 

PACE-ს ზამთრის სესიის გახსნა სტრასბურგში. ფოტო: ©Council of Europe/ Ellen Wuibaux

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები ტიტუს კორლაცეანი და კლოდ კერნი 21 სექტემბერს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა მოითხოვოს.

პარლამენტის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, PACE-ს თანამომხსენებლებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა მოეთხოვა.

„ეს დადებითი პასუხია ჩვენს მოწოდებაზე და მოუთმენლად ველით ვენეციის კომისიის დასკვნას… თუ მოსამართლეები საზოგადოების ნდობით უნდა სარგებლობდნენ, ისინი საერთაშორისო სტნდარტების შესაბამისად უნდა დაინიშნონ“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა გააკრიტიკეს და მას „ფრაგმენტული“ უწოდეს. მათი შეფასებით, ცვლილებების პროექტი სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ ფუნდამენტურ საკითხებს ვერ აგვარებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)