Site icon Civil.ge

ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ფოტო: unsplash.com

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ 22 სექტემბერს გამართულ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებისა და 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 151 500 000 ლარი შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონზე, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.280%, მაქსიმალური 8.450%, საშუალო შეწონილი კი – 8.300% იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)