Site icon Civil.ge

2020 წლის საარჩევნო კამპანია ფოტოებში

31 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები 150-წევრიან პარლამენტს მნიშვნელოვნად შეცვლილი შერეული სისტემით აირჩევენ. კერძოდ, 120 დეპუტატი პროპორციული სისტემით, 30 კი – მაჟორიტარული წესით აირჩევა. 2019 წლის ზაფხულში, რამდენიმეთვიანი პროტესტის, ასევე ქართულ ოცნებასა და ოპოზიურ პარტიებს შორის უცხოელი დიპლომატების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა პროპორციული სისტემით წარმოდგენილი დეპუტატების რაოდენობა 77-დან 120-მდე გაზარდა, ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 30-მდე შეამცირა.

ქვემოთ „სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოკორესპონდენტის, იანა ყორბეზაშვილის საარჩევნო კამპანიის ამსახველ ფოტოებს შეგიძლიათ გაეცნოთ.

პარტია თავისუფალი საქართველო პლაკატები, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
საარჩევნო პლაკატები ვარკეთილში, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
თითქმის ორი ათწლეულია, რაც ყოფილი სახელისუფლებო პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი 5-ია, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
თითქმის ორი ათწლეულია, რაც ყოფილი სახელისუფლებო პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი 5-ია, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის (მარცხნივ), სამგორის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, სოზარ სუბარის (შუაში) და სამგორში ნაციონალური მოძრაობის კიანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის (მარჯვნივ) ბანერები ვარკეთილში, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ვარკეთილის მეტრო, თბილისი. სოზარი სუბარისა (მარცხნივ) და ლელო საქართველოსთვის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის (მარჯვნივ) ბანერები, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის საარჩევნო პლაკატები. ჯაფარიძე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატია, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
აკაკი წერეთლის გამზირი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
საარჩევნო პლაკატები დიდუბეში, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ჯართი – წარწერა საარჩევნო პლაკატების ზემოთ დიდუბეში, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის გია ვოლსკის საარჩევნო პლაკატი თბილისის მეტროში, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ქართული ოცნების საარჩევნო პლაკატი თბილისის რკინიგზის სადგურთან, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო პლაკატი თბილისის რკინიგზის სადგურთან, ფოტო: იანა ყორბეზაშვლი/Civil.ge
პარტია ალეკო ელისაშვილის მოქალაქეების საარჩევნო ბანერი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. მარცხნივ ლევან იოსელიანი, მარჯვნივ თავად ალეკო ელისაშვილი. პარტიამ ცოტა ხნის წინ კამპანია სახელწოდებით – „ალეკო გისმენთ“ წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში პარტიის ლიდერი მოქალაქეებს მასთან დარეკვასა და პრობლემების გაზიარებას სთავაზობს, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
თბილისის ე.წ. „დეზერტირების“ ბაზარი, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო პლაკატი ე.წ. „დეზერტირების“ ბაზართან, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის საარჩევნო პლაკატი ბოძზე და სოციალ-დემოკრატების საარჩევნო ბანერი ავტობუსზე, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის საარჩევნო პლაკატები, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთი საარჩევნო პლაკატი „დეზერტირების“ ბაზართან, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გია ვოლსკის საარჩევნო პლაკატი ეროვნულ სტადიონთან, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)