Site icon Civil.ge

ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში „ადგილობრივი არჩევნები“ გადაიდო 

ფოტო: Apsnypress.info

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ 24 სექტემბერს „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს“ უფლებამოსილება 2021 წლის 11 აპრილამდე გაუხანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ნოემბერს დაგეგმილი „ადგილობრივი არჩევნები“, სავარაუდოდ, გადაიდება.

ოკუპირებულ რეგიონში გადაწყვეტილება  ეპიდსიტუაციის გაუარესებული მდგომარეობის ფონზე მიიღეს.

დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 1 177 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან  61 24 სექტემბერს დაფიქსირდა. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან 360 პაციენტი განიკურნა, 8 კი – დაიღუპა. ამასთან, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 809-ს შეადგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)