Site icon Civil.ge

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს

ფოტო: unsplash.com

მიუხედავად ეროვნული ბანკის ინტერვენციებისა, ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს. 26 სექტემბერის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.3332 ლარი, ხოლო 1 ევროს ღირებულება კი – 3.8812 ლარია.

ერთი დღით ადრე, 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2897 ლარად, ხოლო 1 ევროს ყიდვა კი – 3.8292 ლარად შეიძლებოდა. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, 11 სექტემბერს 1 აშშ დოლარი 3.0989, 1 ევრო კი – 3.6679 ლარი ღირდა.

ლარმა საგრძნობი გაუფასურება მარტის შუა რიცხვებიდან, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვებისა და ფრენების აკრძალვის შემდეგ დაიწყო. 7 მარტის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი 2.7748 ლარი ღირდა, 1 ევროს ყიდვა კი – 3.1386 ლარად შეიძლებოდა. 24 მარტს ლარმა დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.54 ლარს გაუტოლდა.

მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს, ხელისუფლებამ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაწყო, ლარი სამი თვის განმავლობაში სტაბილურობას ინარჩუნებდა. მაგალითად, 7 ივნისის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.9562 ლარი ღირდა.

13 მარტიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა ლარის დასახმარებლად სავალუტო აუქციონებზე ჯამში 449 650 000 დოლარი გაყიდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)