Site icon Civil.ge

ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველს აკრიტიკებს 

ირაკლი კობახიძე, ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 25 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ოპოზიციის ომბუდსმენია“.

კობახიძის განცხადებას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით შანტაჟის შესახებ ოპოზიციის აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო ლომჯარიას შეშფოთება უძღოდა. ომბუდსმენმა განმარტა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა და გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობა შესთავაზა.

კობახიძემ სახალხო დამცველის განცხადებას „უპასუხისმგებლო“ და „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ „სახალხო დამცველი, არსებითად, იგივეა რაც არასამთავრობო ორგანიზაცია“. კობახიძემ ლომჯარია და არასამთავრობო ორგანიზაციები იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ისინი სავარაუდო მსხველპლების ვინაობას ვერ ასახალებენ.

„ეს ხდება 10 წლის განმავლობაში. მუდმივად გვესმის ეს განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. როგორ შეიძლება, რომ ერთი ადამიანი [სავარაუდო მსხვერპლთაგან] არ გამოდიოდეს [ამ თემაზე სასაუბროდ]?“, – თქვა კობახიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)