გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 28 სექტემბერი, N218
ინგლისური ჟურნალი საქართველოს შესახებ
ინგლისური ჟურნალი „ახლო აღმოსავლეთი“ საქართველოს წერილს უძღვნის. წერილის ავტორი იგონებს რა ბათომის საქართველოზე გადაცემას, აღნიშნავს, რომ საქართველოში სრული წესიერება არის დამკვიდრებულიო.
შემდეგ ავტორი სწერს: „საბჭოთა წარმომადგენლობის ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში ბოლშევიკური პროპაგანდა გაიზარდა. მაგრამ ბოლშევიკების აგიტატორებს ყოველ დღე იჭერენ პროკლამაციებით და დიდძალი თანხით. დაჭერილ აგენტებს კავკავში ასახლებენ. ქართველები დიდი ენერგიით და დაკვირვებით იცავენ თავის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრივობას.
საქართველომ კიდევ მძიმე და ეკლიანი გზა უნდა განვლოს ეკონომიურ ძალების მოსაწყობად. მაგრამ საქართველოს მთავრობა აქედანაც გამარჯვებული გამოვა. ის ფაქტი, რომ საქართველო ამ ჟამად ბევრად უკეთეს პირობებში იმყოფება, ვიდრე ყველა სხვა რუსეთის ტერიტორიაზე ახლად დაარსებული სახელმწიფოებრივი ერთეულები, იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს პოლიტიკის ხელმძღვანელები ბრძნულად მოქმედებენ. საქართველო ყოველთვის უნდა ელოდეს დახმარებას ინგლისის მხრივ, რათა იგი გაძლიერდეს და გადალახოს ის დაბრკოლებანი, რომლებიც ეღობებიან მას წინ. საქართველო თვით დარწმუნდება, რომ დიდი ბრიტანეთი არ უღალატებს თავის გზას და ყოველგვარ დახმარებას დაუწევს მას“.