Site icon Civil.ge

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

ფოტო: justice.gov.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილედ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე დაინიშნა.

სოსო გიორგაძე საქმიანობას 1 ოქტომბრიდან შეუდგება და იგი მინისტრის მოადგილის რანგში საჯარო სერვისების მიმართულების კურატორი იქნება. გიორგაძე ამ თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძეს შეცვლის, რომელიც ქართულმა ოცნებამ 14 სექტემბერს პროპორციული სიის მე-9 ნომრად დაასახელა.

უწყების ინფორმაციით, გიორგაძე იუსტიციის სამინისტროში 2013 წლიდან მუშაობს. იგი სხვადასხვა დროს, მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურსა  და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. გიორგაძე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს 2019 წლის ივნისიდან იკავებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)