საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 28 სექტემბრის განცხადებით, უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებული ძველი საფრენი აპარატები განაახლა და პერსონალი გადაამზადა.
„უპილოტო სადაზვერვო სისტემების განახლება და შეძენა საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ამავე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანური უპილოტო სადაზვერვო სისტემები მარნეულის საავიაციო ბაზაზე დაათვალიერა და სადემონსტრაციო ფრენას დაესწრო.
უპილოტო საფრენი აპარატის (Alpha 800 UAV), ერთ-ერთი მოდელი, რომელიც სამინისტრომ შეიძინა, ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ესპანურმა მწარმოებელმა განაცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ის რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს 2016 წლის ნოემბერში აჩუქეს. ესპანური მხარის მტკიცებით, ეს საფრთხილო ტექნოლოგიების გადაცემის ტოლფასი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)