Site icon Civil.ge

მედია: ჯავახეთის ეთნიკურმა სომხებმა მთიან ყარაბაღში სურსათი გაგზავნეს  

ნინოწმინდის გამშვები პუნქტი საქართველო-სომხეთის საზღვართან, ფოტო: კადრი სამხრეთის კარიბჭის ვიდეოდან

ახალციხეში მოქმედი მედიასაშუალების, „სამხრეთის კარიბჭის“ მიერ 29 სექტემბრის გავრცელებული ცნობით, დაახლოებით ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველო–სომხეთის საზღვართან შეკრებილ მოსახლეობას ქართულმა პოლიციამ ახალქალაქ-ნინოწმინდაში ადგილობრივი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიერ შეგროვებული სურსათით დატვირთული მანქანების სომხეთში გადასვლის ნებართვა მისცა.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ საბურავებით დატვირთული მანქანები საზღვარზე არ გაუშვა და განმარტა, რომ ტვირთის შეფასება იყო საჭირო.

28 სექტემბერს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მთიან ყარაბაღში გასაგზავნად სურსათს, ტანსაცმელს, მედიკამენტებს და საბურავებს მთელი დღის განმავლობაში აგროვებდნენ. 

საზღვარზე უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივებმა ქართველი მესაზღვრეებისგან ტვირთის გატარება მოითხოვეს. მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები ჩაკეტილი აქვს. ეს შეზღუდვა სატვირთო გადაადგილებას არ ეხება.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)