პარტიამ ლელო საქართველოსთვის 30 სექტემბერს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ნაწილი წარადგინა, რომლის სათავეშიც პარტიის თავმჯდომარე და „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა.
ქვემოთ ლელოს პარტიული სიის პირველი 30 წევრია წარმოდგენილი:
- მამუკა ხაზარაძე;
- ბადრი ჯაფარიძე;
- დავით უსუფაშვილი;
- ანა ნაცვლიშვილი;
- ირაკლი კუპრაძე;
- ფიქრია ჩიხრაძე;
- კახა კოჟორიძე;
- გრიგოლ გეგელია;
- ლევან კობერიძე;
- საბა ბუაძე;
- გიგლა მიქაუტაძე;
- ლანა გალდავა;
- თამაზ დათუნაშვილი;
- ლევან სამუშია;
- გიორგი მორდეხაშვილი;
- მედეა მეტრეველი;
- მამუკა კაციტაძე;
- სოსო ვახტანგაშვილი;
- სოფო შამანიდი;
- გიორგი სიორიძე;
- ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
- თამარ შავგულიძე;
- გიორგი კანაშვილი;
- ალექსანდრე ახვლედიანი;
- ჯამბულ ხოზრევანიძე;
- მურად მურადოვი;
- ეკატერინე ქვლივიძე;
- პაატა ცივაძე;
- სოსო ლიპარტელიანი;
- თამარ ბელქანია.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)