ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House თავის ახლადგამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში თავისუფლების ხარისხზე კოვიდ-19-ის ეპიდემიის გავლენას ეხება, საქართველოზეც საუბრობს.
ანგარიშის თანახმად, „[საქართველოს] მთავრობამ მოსახლეობისგან ფართო შექება დაიმსახურა პანდემიასთან გასამკლავებლად მკაცრი, მაგრამ გამჭვირვალე ზომების დაწესებისთვის“.
როგორც 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს მაგალითზეა ხაზგასმული, „მსგავსი შემთხვევები გვახსენებს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მიიღოს ჯანდაცვის რისკების მართვის ზომები და ამავე დროს პატივი სცეს ადამიანის უფლებებს“.
ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „საქართველოს მსოფლიო მასშტაბით სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა, რამაც ოქტომბრის არჩევნების წინ მმართველი პარტიის – ქართული ოცნების პოპულარობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია“.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „არჩევნების მოსამზადებლად საჭირო საერთაშორისო ჩართულობის კარგი მაგალითია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)