Site icon Civil.ge

ლელომ პარტიული სია წარადგინა

ლელომ პარტიული სიის ნაწილი წარადგინა, ფოტო: lelo2020.ge

პარტიამ ლელო საქართველოსთვის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის სრული პარტიული სია  წარადგინა, რომლის სათავეშიც პარტიის თავმჯდომარე და „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა. მას მეორე ნომრად ლელოს გენერალური მდივანი და პარტიის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე მოსდევს.

ქვემოთ ლელოს პარტიული სიის დეპუტატობის 139 კანდიდატია წარმოდგენილი:

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)