Site icon Civil.ge

დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა-ქდმ-მ პარტიული სია წარადგინა

ფოტო: facebook.com/davitchichinadzetribuna/

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა-ქდმ-მ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის პროპორციული სია წარადგინა, რომელსაც სათავეში თავად დავით ჭიჭინაძე უდგას.

ქვემოთ ტრიბუნას პროპორციული სიის პირველი ოცეულია წარმოდგენილი:

  1. დავით ჭიჭინაძე;
  2. კობა ამირხანაშვილი;
  3. ლია მუხაშავრია;
  4. კონსტანტინე კემულარია;
  5. კობა ქანთარია;
  6. ნინო სტურუა;
  7. გენრიხ მურადიანი;
  8. ზურაბ იაშვილი;
  9. თამარ შარანგია;
  10. თენგიზ ჭიქაბერიძე;
  11. გელა კვარაცხელია;
  12. ირმა ყაჯრიშვილი;
  13. დავით რსტაკიანი;
  14. მიხეილ ქავთარაძე;
  15. მარინე თოლომაშვილი;
  16. ვაჟა ჩოხელი;
  17. ზურაბ ნიჟარაძე;
  18. ლია ლომთათიძე;
  19. ვახტანგ გაბუნია;
  20. ჯემალ წულუკიძე.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)