Site icon Civil.ge

“Le Temps”, 1920 წლის სექტემბერი: აუცილებელია ამიერკავკასიის რესპუბლიკების მჭიდრო კავშირი

ამიერკავკასიის სახელმწიფოთა კონფერენციის მონაწილეები, 1919 წლის ნოემბერი, თბილისი. ფოტო დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

გაზ. ერთობა, 1920 წლის 8 ოქტომბერი, N228

გაზ. „ტანი“ ამიერ-კავკასიის შესახებ

პარიზი. 18 სექტემბერი „ტანი“ წერს: ამიერ-კავკასიაში მდგომარეობა ისეთია, რომ აუცილებელია ყველა ამიერ კავკასიის რესპუბლიკების მჭიდრო კავშირი და გაერთიანება რუსეთის და ოსმალეთის საშიშროების ასაცდენათ.

აზერბაიჯანის მაჰმადიანები საქართველოს თვლიან ბუნებრივ მოკავშირეთ.

შემდეგ „ტანს“ მოყავს ხან-ხეოლის სიკვდილის [საბჭოთა რუსეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ, დევნილობაში მყოფი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ფათალი ხან-ხოელი სომეხმა ტერორისტმა საქართველოს დედაქალაქ თფილისში მოკლა 1920 წლის 20 ივლისს  – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] ფაქტები და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები, რათა აღარ განმეორდეს ტერორისტული აქტები იმ პირთა წინააღმდეგ რომელნიც აზერბაიჯანის სათავეში იყვნენ.