Site icon Civil.ge

თავისუფალმა საქართველომ პარტიული სია წარადგინა

ფოტო: facebook.com/freegeorgia/

პარტია თავისუფალმა საქართველომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა, რომლის პირველი ნომერიც პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავაა.

ქვემოთ თავისუფალი საქართველოს პროპორციული სიის პირველი ოცეულია წარმოდგენილი:

  1. კახა კუკავა;
  2. მაია როხვაძე;
  3. გიორგი წულაია;
  4. თენგიზ ომანიძე;
  5. გულადი ყრუაშვილი;
  6. თამარ ფაჩულია;
  7. გოჩა ბახია;
  8. როინი ხიჯაკაძე;
  9. სალომე ზვიადაძე;
  10. გიორგი ბეგიაშვილი;
  11. დავით ჭაბუკაშვილი;
  12. ხათუნა გელაშვილი;
  13. გრიგოლ ძოწენიძე;
  14. ლალი ფერაძე;
  15. ზურაბ ჯინჯოლავა;
  16. ბარნაბ ნიკოლაძე;
  17. მალხაზ ფილაური;
  18. ირმა ოქროპირიძე;
  19. ირაკლი ჯალაღონია;
  20. ელგუჯა ხიშტოვანი.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)