Site icon Civil.ge

სომხეთის საელჩო: დეზინფორმაციაა, რომ საქართველო ერევნისკენ ჰუმანიტარულ დახმარებას არ ატარებს

საქართველოსა და სომხეთის დროშები, წყარო: საქართველოში სომხეთის საელჩოს Facebook-ის გვერდი

სომხეთის საელჩომ საქართველოში 6 ოქტომბერს უარყო და დეზინფორმაციად შეაფასა სოციალურ მედიაში გავრცელებული ბრალდებები, რომ საქართველო სომხეთისაკენ საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების გატარებას აბრკოლებს.

„ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთის მიერ საწვავის იმპორტს და უარს ამბობს გაატაროს ჰუმანიტარული დახმარება სომხეთისაკენ, არ შეესაბამება რეალობას. [საქართველოს გავლით სომხეთისაკენ] საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებაზე არანაირი დაბრკოლება არ გვხვდება“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

საელჩომ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, „რადგანაც ის პირდაპირ ვნებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)