გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 10 ოქტომბერი, N229
სახალხო ჯანმრთელობის დეპარტამენტში
სახალხო ჯანმრთელობის დეპარტამენტმა დაამუშავა ბიულეტენი გადამდებ სენთა მსვლელობის შესახებ სექტემბრის 22-დან სექტემბრის 30-მდე.
აღნიშნულ დროის განმავლობაში შენიშნულია ავადმყოფობანი: სექტემბრის 29-მდე ბათუმში შავი ჭირით ავად იყო 27 კაცი, კვირის განმავლობაში გახდა ავად 11, მოკვდა 5, მორჩა 11, სექტემბრის 20 საავადმყოფოში იწვა 22 ავადმყოფი, ტფილისში სექტემბრის 22-მდე ხოლერით ავად იყო 10 კაცი, ერთი კვირის განმავლობაში გახდა ავად 6, მოკვდა 1, მორჩა 10, დარჩა საავადმყოფოში 5.