ნინო ბურჯანაძის პარტია ერთიანი საქართველო-დემოკრატიულმა მოძრაობამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა, რომელსაც სათავეში თავად ნინო ბურჯანაძე უდგას.
ქვემოთ ერთიანი საქართველოს სიის პირველი ოცეულია წარმოდგენილი:
- ნინო ბურჯანაძე;
- გრიგოლ ბარამიძე;
- ანზორ ბიწაძე;
- ოთარ თავართქილაძე;
- ბესიკი დანელია;
- თამარ ზურაშვილი;
- მამუკა აჩბა;
- ბექა პეტრიაშვილი;
- მაია ხრიკაძე;
- ივანე მაჭარაშვილი;
- დავით ეხვაია;
- ქეთევან ზაქარეიშვილი;
- აკაკი კიკვაძე;
- დავით წერეთელი;
- მაია პაჭკორია;
- ნიკა პეტრიაშვილი;
- ალექსი ჩხიკვაძე;
- ელენე იაშვილი;
- ხვიჩა გამარჯობაძე;
- მარინა მესხიშვილი.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)