Site icon Civil.ge

ფინანსთა სამინისტრომ 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ფოტო: unsplash.com

ფინანსთა სამინისტრომ 13 ოქტომბერს გამრთულ სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებისა და 364 დღიანი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აუქციონზე, მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 78 000 000 ლარი შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.061%, საშაულო შეწონილი 8.123%, ხოლო მაქსიმალური 8.150% იყო.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)