Site icon Civil.ge

1920 წლის 14 ოქტომბერი: პოლკოვნიკი სტოქსი ნოე ჟორდანიას მცხეთობას ულოცავს

საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებისადმი მიძღვნილი ზეიმი. 1921 წლის 6 თებერვალი. ტრიბუნაზე პირველ რიგში, მარცხნიდან: მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია; ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი, პოლკოვნიკი კლოდ ბეიფილდ სტოქსი; საფრანგეთის უმაღლესი კომისარი აბელ შევალიე; თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ქიაზიმ ბეი. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 17 ოქტომბერი, N235

ახალი ამბები

ინგლისი და საქართველო

ამიერ კავკასიაში მყოფმა ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა პოლკოვნიკმა სტოქსმა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შემდეგი მისალმებით მიმართა:

„იმ დროს, როცა ქართველი ხალხი დღესასწაულობს მცხეთობას ნება მიბოძეთ მოგილოცოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, და გულწრფელად ვუსურვო ქართველ ხალხს კეთილი დღეობა და ბედნიერება. 1920 წელი. ოქტომბრის 14“.