სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.9%-ით შემცირდა და 8.121 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.1%–ით შემცირდა და 2.4 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 15.9 %-ით შემცირდა და 5.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 3.3 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
2020 წლის იანვარ-სექტემბერში 1 124 მლნ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. შემდეგ მოდის: რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი 934.6 მლნ, 864.9 მლნ, 229.7 მლნ და 145.2 მლნ აშშ დოლარით.
355.3 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდის: აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი და უკრაინა 327.9 მლნ, 308.6 მლნ, 229.7 მლნ და 145.2 მლნ აშშ დოლარით.
იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი 981.6 მლნ, 626 მლნ, 509.6 მლნ, 401.5 მლნ და 342.2 მლნ აშშ დოლარით.
2020 წლის იანვარ-სექტემბერში 541.7 მლნ აშშ დოლარით უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) – 304.2 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 180.3 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 143.3 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 86.3 მლნ აშშ დოლარი; მინერალური და მტკნარი წყლები – 81.3 მლნ აშშ დოლარი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 77.3 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 71.5 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 68.8 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 56.3 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 792.6 მილიონი აშშ დოლარი.
2020 წლის იანვარ-სექტემბერში 560.2 მლნ აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილები საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 415.6 მლნ აშშ დოლარი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 366.6 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 230.3 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 197.3 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 114.5 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი და მესლინი – 80.4 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 51.3 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 48.4 მლნ აშშ დოლარი; შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები – 47 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 3.6 მლრდ აშშ დოლარი.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ივლისში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ივნისში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-მაისში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-აპრილში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-მარტში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-თებერვალში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)