Site icon Civil.ge

აშშ-ის ელჩი საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ფოტო: ge.usembassy.gov

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული“.

ელჩის განმარტებით, „ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ“ და ეს განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე ვრცელდება, როდესაც „მათი საქმე კიდევ უფრო გართულებულია კოვიდ პანდემიის გამო“.

აშშ-ის ელჩი ბოლო კვირების განმავლობაში „ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა და თავდასხმის შესახებ“ გახშირებულ ცნობებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია“.

კელი დეგნანმა მოუწოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს „ყურადღებით დააკვირდნენ ჟურნალისტებისადმი მოპყრობას ამ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)