Site icon Civil.ge

ფინანსთა სამინისტრომ 40 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ფოტო: unsplash.com

ფინანსთა სამინისტრომ 20 ოქტომბერს გამრთულ სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებისა და 10 წლიანი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აუქციონზე, მონაწილეობა 4-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 66 050 000 ლარი შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.750%, საშუალო შეწონილი 8.775%, ხოლო მაქსიმალური 8.850% იყო.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)