Site icon Civil.ge

საბჭოთა რუსეთმა საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლად აარონ შეინმანი დანიშნა

აარონ შეინმანი (1885-1944) - ფოტო ვიკიპედიიდან.

გაზ. ერთობა, 1920 წლის 22 ოქტომბერი, N240

საბჭოთა რუსეთის ახალი წარმომადგენელის ჩამოსვლა.

ოქტომბრის 19-ს ბაქოდან ჩამოვიდა საქართველოს მთავრობასთან საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აარონ შეინმანი. შეინმანს შეხვდნენ გარეშე საქმეთა მინისტრის ამხანაგი ნიკოლოზ ქარცივაძე, სამხედრო მინისტრის ამხანაგი გენერალი ილია ოდიშელიძე და სხვები. მატარებლის ჩამოსვლის დროს ბაქანზე საპატიო ყარაული იყო გამწკივრებული.

[აარონ შეინმანი (1885-1944) – ბოლშევიკი, საბჭთა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში, საბჭოთა კავშირის ცენტრალური სახელმწიფო ბანკის თავმჯდომარე, 1920-იან წლებში მუშაობდა ბრიტანეთში საბჭოთა ეკონომიკურ წარმომადგენლობაში, რეპრესიების შიშით უარს აცხადებდა მოსკოვში დაბრუნებაზე. ბრიტანეთში აქვეყნებდა სტატიებს საბჭოთა ეკონომიკის პრობლემების შესახებ – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].