Site icon Civil.ge

კონსერვატიულმა პარტიამ საარჩევნო სია წარადგინა

ფოტო: კონსერვატიული პარტიის Facebook-ის გვერდიდან

პარტიამ ზვიად ძიძიგური-საქართველოს კონსერვატიული პარტია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული პარტიული სია წარუდგინა. სიის პირველი ნომერი ზვიად ძიძიგურია, მას მეორე ნომრად გიგა ბუკია მოსდევს, სიის მესამე ნომერი კი – ქეთევან ჯოხაძეა.

ქვემოთ კონსერვატორების პროპორციული სიის პირველი ოცეულია წარმოდგენილი:

  1. ზვიადი ძიძიგური;
  2. გიგა ბუკია;
  3. ქეთევან ჯოხაძე;
  4. კობა ძიძიგური;
  5. თეიმურაზი წურწუმია;
  6. თეა ერგემლიძე;
  7. ნატალია ძიძიგური;
  8. ხათუნა საგინაშვილი;
  9. გიორგი მორგოშია;
  10. გრიგოლი ბენიძე;
  11. ქეთევანი მამულაშვილი;
  12. დავითი მაღლაკელიძე;
  13. ზაალი მეტრეველი;
  14. ლია ყარყარაშვილი;
  15. გაიოზი ქირია;
  16. მალხაზი ნიშნიანიძე;
  17. დაზმირ ძიმცეიშვილი;
  18. გულნარა ფერიაშვილი;
  19. ზვიადი დგებუაძე;
  20. ზურაბი წურწუმია.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)