Site icon Civil.ge

თფილისის ერობაში სათემო თვითმმართველობების არჩევნები გაიმართება

სენაკის სამაზრო ერობის ხმოსანთა პირველი ყრილობა, 1918 წელი.

გაზ. ერთობა, 1920 წლის 28 ოქტომბერი, N245

ახალი ამბები

[1918 წლის ივნისიდან რესპუბლიკაში დაიწყო თვითმმართველობის რეფორმის გატარება სამაზრო ერობის დონეზე. ამასთანავე გაცხადებული იყო, რომ სამაზრო ერობის რეფორმის გატარების შემდეგ დაიწყებოდა თითოეულ მაზრაში მეორე დონის სასოფლო-სათემო თვითმმართველობების შემოღება.თითოეულ სათემო თვითმმართველობა მოიცავდა რამდენიმე სოფელს. რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

სათემო არჩევნები. ტფილისის სამაზრო ერობის მიერ ამა წლის 7 ნოემბრისათვის დანიშნულია ხმოსანთა არჩევნები ახლად გამოყოფილ შემდეგ თემებისა: მარტყოფის, ნორიოსი, სართიჭალის, ხაშმის, პატარძეულის, დიღომის, თელეთის, ავჭალის და წყნეთის. პოლიტიკური პარტიები, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ თფილისის მაზრის ერობის ადმინისტრატიულ განყოფილებაში ხმოსანთა კანდიდატების სია პირველ ნოემბრამდე.