Site icon Civil.ge

30 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობისთვის 490 კანდიდატი იბრძოლებს

საარჩევნო პლაკატები აკაკი წერეთლის გამზირზე, 2020 წლის სექტემბერი, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 30 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობისთვის 490 კანდიდატი იბრძოლებს.

თითოეულ ოლქში კანდიდატების რაოდენობა საშუალოდ 9-დან 24-მდე მერყეობს. პირველივე ტურში გასამარჯვებლად მათ ხმების 50%-ზე მეტი უნდა მოაგროვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც გამარჯვებულად საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი გამოცხადდება.

მმართველ პარტიას მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში ჰყავს. რეგიონების საარჩევნო ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში საკუთარი კანდიდატები დაასახელეს ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლელომ. რაც შეეხება თბილისს, აქ შვიდ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობისთვის ძირითადი ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატები იბრძოლებენ. მერვე, ისნის ოლქში, ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატის დასახელების შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვეტილება შეცვალა და გიორგი ვაშაძეს საკუთარი კანდიდატი – ხატია დეკანოიძე დაუპირისპირა.

მაჟორიტარობისთვის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 10 კანდიდატი იბრძოლებს. მაჟორიტარობის 490 კანდიდატიდან 120 ქალია. ყველაზე მეტი ქალი კანდიდატი (8) ქუთაისის ოლქშია წარდგენილი.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

თბილისის ოლქები

#1 მთაწმინდა კრწანისის რაიონები

#2 ვაკის რაიონი

#3 საბურთალოს რაიონი

#4 ისნის რაიონი

#5 სამგორის რაიონი

#6 დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები

#7 ნაძალადევის რაიონი

#8 გლდანის რაიონი

რეგიონები

#9 გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები

 #10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები

#11 მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები

#12 რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები

#13 მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები

#14 ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები

#15 კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტი

#16 ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები

#17 ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები

#18 ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები

#19 ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები

#20 საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები

#21 ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები

#22 სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები

#23 ქუთაისის მუნიციპალიტეტი

#24 ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები

#25 წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები

#26 ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები

#27 ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

#28 ბათუმის მუნიციპალიტეტი

#29 ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული

 #30 ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)