ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში 13 მოკლევადიანი დამკვირვებლისგან შემდგარ ჯგუფს გამოაგზავნის. ჯგუფის შემადგენლობაში მოკავშირე ქვეყნების ხუთი დეპუტატი იქნება, რომელსაც თურქი პარლამენტარი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ოსმან ასკინ ბაკი უხელმძღვანელებს.
„უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვა ალიანსის წევრობის მოთხოვნაა“, – განაცხადა ბაკმა და დასძინა, რომ საქართველოში სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ადასტურებენ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკურ გზაზე თბილისის მხარდაჭერის მიმართ საკუთარ ერთგულებას.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ეუთო/ოდირის, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებთან.
სადამკვირვებლო დელეგაცია არჩევნების წინასწარ შეფასებას 1 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარმოადგენს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)