Site icon Civil.ge

PACE-ის მოკლევადიანი დამკვირვებლები საქართველოს არჩევნებს დააკვირდებიან 

ფოტო: twitter/@PACE_News

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე საქართველოს მისი ცხრაწევრიანი დელეგაცია ეწვევა, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.

არჩევნებზე დაკვირვებამდე, დელეგაციის წევრები პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

PACE-ის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სამართლებრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)